რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ნოდარ ჯავახიშვილი საავტომობილო გზების ტენდერებთან დაკავშირებით სკანდალურ განცხადებას აკეთებს. გაზეთ „ვერსიასთან“ საუბრისას ჯავახიშვილი ამბობს, რომ გზის ტენდერებიდან უამრავი თანხა „ტყდება".
„გზებთან დაკავშირებით ბევრ ზოგად ფაქტს მეუბნებიან, სადაც ფული გადახდილია და ასფალტი დაგებული არაა, მაგრამ ამას თუ მეუბნები, ისიც მითხარი, კონკრეტულად რომელ გზაზეა საუბარი. ნუ მეტყვი ვინ ხარ, ორონდ, გზის კონკრეტული მონაკვეთი დამისახელე, წავალ და ვნახავ! ზოგადი საუბრები არაფერს მაძლევს, გულით მინდა ამ პრობლემის მოგვარება და არა - ვიღაცის სამსახურიდან გაგდება ან დაჭერა. ავტობანზე ძირითადად ადგილობრივი მოსახლეობაა დასაქმებული. კარგია, რომ დღესაც შრომობენ, მაგრანმ გზის ხარისხი არ მომწონს - ისეთი არაა როგორიც უნდა იყოს. გავარკვევ რა ხდება. ისე, გზის ტენდერებიდან უამრავი თანხა „ტყდება“ აქაც ასეთი შემთხვევაა, მაგრამ ამას დამტკიცება სჭირდება," განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა „ვერსიასთან“ ინტერვიუში.
ნოდარ ჯავახიშვილის ეს განცხადება პირდაპირ ურტყამს დავით შავლიაშვილის რეპუტაციას, რადგანაც, გასული წლის ივლისში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრად დანიშვნამდე, იგი სწორედ საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.