დავით ბაქრაძე: ხვალ დილით მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა
08-10-2016, 11:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანულ-ამერიკული კომპანიის GFK-ის ეგზიტ პოლის შედეგებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხვალ დილით მთელი საქართველოს მოსახლეობა დარწმუნდება, რომ ამ არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობა“ პირველ ადგილზეა.

 

 

მისი თქმით,  2012 წელს წაგებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო უფრო მეტი ხმა ქართველი ხალხისგან, ვიდრე, სავარაუდოდ, ეგზიტ პოლის პირველადი მონაცემებით დღეს მიიღო პირველ ადგილზე მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“.

 

 

„განვლილი თვეების მანძილზე ჩვენ ვიხილეთ უმძიმესი საარჩევნო კამპანია, რომელიც ხასიათდებოდა ძალადობით, აფეთქებებით, სხვადასხვა ტიპის ბრალდებებით, მოსახლეობის დაშინებით, დათრგუნვით და თითქოსდა მოსალოდნელი საფრთხეებით. დღეს ჩვენ ვიხილეთ საარჩევნო დღე, სადაც გამოყენებულ იქნა დარღვევების მთელი სპექტრი დაწყებული მარნეულში ფართომასშტაბიანი ძალადობით და დასრულებული ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და ამომრჩევლის მოსყიდვით, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად ყველა გამოყენებული რესურსისა, ჩვენ ვნახეთ, რომ ეგზიტ პოლის პირველადი შედეგებითაც კი „ქართულმა ოცნებამ“ და ბიძინა ივანიშვილმა ვერ მოიპოვა ქართველი ამომრჩევლის ნდობის მანდატი. 39% ხმების რას ნიშნავს?! შეგახსენებთ 2012 წელს, როდესაც არჩევნებში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო ხმების 40%. 2012 წელს წაგებულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო უფრო მეტი ხმა ქართველი ხალხისგან, ვიდრე, სავარაუდოდ, ეგზიტ პოლის პირველადი მონაცემებით დღეს მიიღო ეგზიტ პოლში პირველ ადგილზე მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“,-განაცხადა მან.

 

 

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩევლის 33%-მა უარი განაცხადა ეგზიტ პოლის შეკითხვაზე და დასძინა, რომ სავარაუდოდ ამ 33%-ის დიდი ნაწილი „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერს მხარს.

 

 

„მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი - ამომრჩევლის 33%-მა პროცენტმა უარი განაცხადა  ეგზიტ პოლის შეკითხვისთვის პასუხი გაეცა. ეს სრულიად ბუნებრივია, დაშინების, ძალადობის და დაზაფვრის იმ კლიმატში, რომელიც ხელისუფლებამ შექმნა. ჩვენ გვაქვს ყველა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ ხმების დათვლის შედეგად, იმ 33%-ის ძალიან დიდი ნაწილი, რომელმაც უარი განაცხადა საკუთარი არჩევანის დასახელებაზე, არიან სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მომხრეები. მათი ხმები, ცესკო-ში ხმების დათვლის შედეგად, წამოვა „ნაციონალური მოძრაობისკენ“. ის  7% განსხვავება, რომელიც აჩვენა პირველადმა კვლევამ არის აბსოლუტურად პირობითი და დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს 4-5 საათში ეს განსხვავება რადიკალურად შეიცვლება და სწორედ ამ ადამიანების ხმების ხარჯზე „ნაციონალური მოძრაობა“ დაიკავებს პირველ ადგილს.

 

 

ნებისმიერი ეგზიტ პოლი გახლავთ წინასწარი შედეგი და საბოლოოდ ყველაფერი წყდება, უბნებზე, ოლქებზე და კომისიებში. მინდა მოვუწოდო თითოეულ ჩვენს მხარდამჭერს, თითოეულ წევრს კომისიაში, ჯერი ჩვენზეა მეგობრებო, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, უნდა დავიცვათ ჩვენი ხმები, უნდა დავიცვათ ჩვენი ამომრჩევლის ხმები, უნდა ვიმუშაოთ, დავდოთ ობიექტური შედეგი და დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ დილით მთელი საქართველოს მოსახლეობა ამ არჩევნებში პირველ ადგილზე“,-განაცხადა ბაქრაძემ.

 

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ ეგზიტ პოლის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნული ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიების პროპორციული პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 39, 9%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 32, 74%; ბლოკი „პატრიოტთა ალიანსი“- 5, 76%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3, 25%; „თავისუფალი დემოკრატები“- 3, 21%; „ლეიბორისტული პარტია“- 4, 21%; „დემოკრატიული მოძრაობა“- 2, 81%. ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში 8, 12% მოაგროვეს.

 

 

ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნა ასევე ოთხმა ტელეკომპანიამ - „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მაესტრომ“ და GDS–მა. აღნიშნული ეგზიტ პოლის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიების პროპორციული პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“  - 53,8%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%; ბლოკი „პატრიოტთა ალიანსი“- 5%; „ლეიბორისტული პარტია“-  3,1%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2,7%; „რესპუბლიკური პარტია“ - 2,7%; „დემოკრატიული მოძრაობა“ - 2,3%; „ეროვნული ფორუმი“ - 0,8%; „მრეწველები“ - 0,6%; სხვა პარტიები -5,5%.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი