მე ვეუბნები ხელისუფლებას - ამაზე უგუნური ნაბიჯი არაფერი არ შეიძლება მოიფიქრონ, თუ გაბედავთ უბრალოდ, რომ ეს შედეგები დარჩეს, პირობას ვაძლევ ამ ხელისუფლებას, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს, - აცხადებს "პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი დავით თარხან-მოურავი ეგზიტ პოლის პირველად შედეგებთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეგზიტ პოლის შედეგები არის მცდარი.
"ეს არის ეგზიტ პოლის შედეგები. 7 000 კაცი ჩვენი პარტიის აქტივი სპეციალურად იყო ინსტრუქტირებული, ინსტრუქტაჟი გაიარა, გვაინტერესებდა ვინმე ეგზიტ პოლთან დაკავშირებით მას რაიმეს თუ შეეკითხებოდა. ყველამ ხმა მისცა და არც ერთ კაცს, არც ერთს ე.წ. ეგზიტ პოლის მკვლევარებმა ერთი შეკითხვაც კი არ დაუსვეს. მე ვამბობ, რომ ეს ეგზიტ პოლები არის სიყალბე.
ცუდი ის კი არაა, რომ "რუსთავი 2" ამას აკეთებს, შეჩვეულები ვართ - "რუთავი 2" ამას მუდმივად აკეთებს. ხელისუფლება რომ აკეთებს ამას ეს არის ცუდი. ეს ნიშნავს, რომ ხელისუფლებას გონიერება საერთოდ არ აქვს. და ახლა რაღაცა ტესტია - ჩვენ რას გავაკეთებთ. შევეგუებით, არ შევეგუებით.
აი, მე ვეუბნები ხელისუფლებას - ამაზე უგუნური ნაბიჯი არაფერი არ შეიძლება მოიფიქრონ, თუ გაბედავთ უბრალოდ, რომ ეს შედეგები დარჩეს, პირობას ვაძლევ ამ ხელისუფლებას, რომ ეს ხელისუფლება გადაყვება ამ ამბავს.... ვეუნბენი ამ ხელისუფლებას, რომ გონიერება გამოიჩინოს. ეს არის წარმოუდგენელი ტყუილი", - განუცხადა დავით თარხან-მოურავმა "რუსთავი 2"-ს.
იგი აქციების გამართვას აანონსებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.