გიგა ბოკერია: მანდატი, ამომრჩევლის ნდობა ივანიშვილის რეჟიმმა ვერ მიიღო
08-10-2016, 12:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ გვაქვს საფუძველი რომ ვიფიქროთ, რომ გავუსწრებთ ძალიან ბევრ ოლქში "ქართულ ოცნებას" და მოვიპოვებთ გამარჯვებას და მეორე ტურში დავამარცხებთ მათ - ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა, - ასე ეხმაურება ეგზიტ პოლის პირველად შედეგებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია.

 

 

მისი შეფასებით, პირველადი მონაცემების მიხედვით, ივანიშვილის რეჟიმმა ამომრჩევლის ნდობა ვერ მოიპოვა.

 

 

"დიდი მადლობა ყველა ამომრჩეველს, რომელმაც უკვე დაგვიჭირა მხარი. ახლა მთავარია, ამ ხმების დაცვა იმისთვის, რომ იმ ამოცანას მივაღწიოთ, რაც მთელ საქართველოს აქვს - დავასრულოთ ივანიშვილის ეს ოთხწლიანი ვარდნა უფსკრულისკენ.

 


რაც შეეხება წინასწარ მონაცემებს, ეს მონაცემებიც კი იმ უმძიმეს ფონზე რაც ვნახეთ ჩვენ დღეს მთელი დღის განმავლობაში და იმ უმძიმესი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტერაქტი იყო, ძალადობა და მძიმე გზა გამოიარა ამომრჩეველმა, ამ ფონზეც კი ნიშნავს იმას, რომ მანდატი, ამომრჩევლის ნდობა ივანიშვილის რეჟიმმა ვერ მიიღო....

 


რამოდენიმე საათში ჩვენ ვნახავთ პირველად შედეგებს, რომელიც კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი იქნება, ვიდრე ახლა არის. ჩვენ გვაქვს საფუძველი რომ ვიფიქროთ, რომ გავუსწრებთ ძალიან ბევრ ოლქში "ქართულ ოცნებას" და მოვოპოვებთ გამარჯვებას და მეორე ტურში დავამარცხებთ მათ - ეს არის ჩვენი ეროვნული ამოცანა", - განუცხადა გიგა ბოკერიამ "რუსთავი 2"-ს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი