"ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს არის ეგზიტ პოლების ჩვეულებრივი ომი. ვინც იხდის ფულს, ის უკვეთავს მუსიკას. შესაბამისად, 2012 წელს მიხეილ სააკაშვილი თავის ეგზიტ პოლში გვიმტკიცებდა, რომ 70%-ით იმარჯვებდა და მოუგო ბიძინა ივანიშვილმა. დღესაც ორივე სუბიექტმა შეუკვეთა საკუთარი გემოვნებისა და ხედვის და იმედების ეგზიტ პოლი და დაწერეს ის, რაც უნდოდათ ამ ეტაპზე", - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.
ნათელაშვილი არ ენდობა პირველად შედეგს და აცხადებს, რომ "ლეიბორისტული პარტია" პარლამენტშია.
"ამ წუთიერად მდგომარეობა არის შემდეგი.
პირველი - საქართველოს აღარ ჰყავს მმართველი პარტია. "ქართული ოცნება" აღარ არის ამ პროცენტით, ამ პროცენტითაც კი მმართველი პარტია. შესაბამისად, მე მინდა ეს მთელ საქართველოს მოვულოცო და მადლობა ვუთხრა ყველას. ვინც სწორად განსაზღვრა, რომ ქვეყნის მომავალი და ბიძინა ივანიშვილის არსებობა არის შეუთავსებელი.
მეორე - ყოფილი მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობა" ვერ დაბრუნდა ხელისუფლებაში. ესეც მე მინდა მივულოცო ჩვენს გმირ ხალხს, რომელმაც სავსებით სწორად შეაფასა სიტუაციის საშიშროება მათი დაბრუნების შემთხვევაში.
მესამე - "ლეიბორისტული პარტია" შესულია პარლამენტში. იმ რეიტინგის და იმ მხარდაჭერის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვაქვს და იმის საფუძველზე, რომ საქართველოში ამ რეჟიმის მიერაც და წინა რეჟიმებთან ერთად, არჩევნების გაყალბება იწყებოდა ყოველთვის ეგზიტ პოლებით. შემდგომ მიდიოდა მითითებები საარჩევნო კომისიებთან რა ოქმები უნდა დაეწერათ.
ახლა მე მოვუწოდებ ჩვენს წარმოამდგენლებს საარჩევნო კომისიებში, ბოლომდე იბრძოლეთ თითოეული ხმისთვის. ჩვენ არა მარტო ბარიერი გვაქვს გადალახული, არამედ აღებული გვაქვს ძალიან ბევრი ხმა. 17 წლის თავგანწირული ბრძოლის შემდეგ, პირველად, მივემართებით უმაღლეს საკანონმდებლო და წარმომადგენლობით ორგანოში - პარლამენტში. და ჩვენს ხალხს ეს სამართლიანი ნდობა, ეს სამართლიანი მხარდაჭერა, გმირული მხარდაჭერა უნდა გადავუხადოთ საქმით და არა სიტყვით", - განუცხადა "რუსთავი 2"-ს შალვა ნათელაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.