ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული კომპანიის GFK-ის ჩატარებული ეგზიტ პოლის პირველად შედეგებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრი ნიკა მელია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ჯერ არაფერი არ არის გადაწყვეტილი და „ქართული ოცნების“ ზეიმი ნაადრევია.
ამის შესახებ მან „რუსთავი 2“-თან საუბრისას განაცხადა.
„პრაქტიკულად, „ქართული ოცნება“ ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით, ცდილობს, რომ საგიჟეთში გვაცხოვროს და რატომ ავხსნი: რეალურად, აბსოლუტურად არაფერი არ გადაწყვეტილა, მაშინ, როდესაც ვიდრე ვსაუბრობთ, ითვლება ხმები და რა მონაცემებიც მოდის, უბრალოდ სად წავაგეთ, რომელ უბანში წავაგეთ, ასეთი მონაცემები ჯერ პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში არ მოსულა.
ის, რაც მე ვიხილე ტელეეკრანზე, მაშინ, როდესაც არაფერი გადაწყვეტილი არ არის, ივანიშვილი, კვირიკაშვილი, მინისტრთა კაბინეტი, ნარმანიაც, რომელმაც 2 წლის წინ თავის მეგობრებთან ერთად ჰაერში ფოიერვერკი გაისროლა, მიწაზე ტორტი გაჭრა, ხადურმა თავზე აკოცა, მიულოცა, მოვიგეთ პირველ ტურში არჩევნებიო, არადა მე პირადად მეჭირა ხელში სხვა მონაცემები, მაშინ ახალი ვიყავი პოლიტიკაში და მაშინ ჩემს მეგობრებს ვეკითხებოდი, რომელია რეალურად მართალი, რომელსაც ესენი აცხადებენ თუ რაც ფურცელზე გვწიერია თქო და აღმოჩნდა, რომ რამდენიმე საათში ის შედეგი დადგა, რომელიც საზოგადოებამ იხილა. 3-4 დღის განმავლობაში ნარამანია არ ჩანდა.
იცით რა მიკვირს, რატომ დასცინიან საკუთარ თავს პირველ რიგში?! ის შედეგები, რაც ეგზიტ პოლის შედეგების მიხედვით ვიხილეთ, რა თქმა უნდა, იმ ფონზე იმის გათვალისწინებით, რომ 32% ამომრჩევლებისა, მას შემდეგ რაც გამოვიდნენ საარჩევნო უბნიდან და ეგზიტ პოლის შედეგად არ იქნა ცნობილი ვის დაუჭირა მხარი, რა ეზეიმებათ. ამ შედეგების მიხედვითაც, „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 39 მანდატი აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 32 დეპუტატი ჰყავს და „პატრიოტთა ალიანსს“ - 6, მაგრამ 32% არის აბსოლუტურად გაურკვეველი. საპროტესტო ხმა ამომრჩევლისა „ნაციონალური მოძრაობის“ ყულაბაში ჩავარდება. 4 ტელეკომპანიის ეგზიტ პოლის მიხედვით, 4 წლის თავზე "ქართულ ოცნებას" და ბიძინა ივანიშვილს რეიტინგი კი არ დაეცა, გაეზარდა, 53% დაუწერეს. საგიჟეთში უნდა, რომ გვაცხოვროს ივანიშვილმა“,-განაცხადა მელიამ.
ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ ეგზიტ პოლის პირველადი შედეგები გამოაქვეყნა. აღნიშნული ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიების პროპორციული პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 39, 9%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 32, 74%; ბლოკი „პატრიოტთა ალიანსი“- 5, 76%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3, 25%; „თავისუფალი დემოკრატები“- 3, 21%; „ლეიბორისტული პარტია“- 4, 21%; „დემოკრატიული მოძრაობა“- 2, 81%. ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში 8, 12% მოაგროვეს.
ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნა ასევე ოთხმა ტელეკომპანიამ - „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მაესტრომ“ და GDS–მა. აღნიშნული ეგზიტ პოლის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიების პროპორციული პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 53,8%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%; ბლოკი „პატრიოტთა ალიანსი“- 5%; „ლეიბორისტული პარტია“- 3,1%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2,7%; „რესპუბლიკური პარტია“ - 2,7%; „დემოკრატიული მოძრაობა“ - 2,3%; „ეროვნული ფორუმი“ - 0,8%; „მრეწველები“ - 0,6%; სხვა პარტიები -5,5%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.