შალვა ნათელაშვილი: ისე თავდაყირა დავაყენებთ ივანიშვილის რეჟიმს და მის სატელიტებს, რომ აეროპორტზე გაქცევა და თვითმფრინავის დაქოქვა ვერ მოასწრონ
08-10-2016, 13:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში "ლეიბორისტული პარტია" იქნება მიუხედავად იმისა, ეგზიტ პოლის შემკვეთებს ერთი პარტიიდანაც და მეორე პარტიიდანაც უნდათ ჩვენი დანახვა იქ თუ არ უნდათ. სხვა შემთხვევაში, ისე თავდაყირა დავაყენეთ ივანიშვილის რეჟიმს და მის სატელიტებს, რომ აეროპორტზე გაქცევა ვერ მოასწრონ და თვითმფრინავის დაქოქვა, - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

 

 

ნათელაშვილის განმარტებით, აღნიშნულს განახორციელებს ის 50%, რომელიც არ მივიდა დღეს არჩევნებზე.

 

 

"ცოტა ჭკუით იყოს ბიძინა ივანიშვილი, ცოტა ჭკუით იყოს, თორემ მას შეიძლება მოენატროს არამარტო საკუთარი ჭორვილა, არამედ საკუთარი მილიარდები, რომელიც დაბანდებული აქვს იქ, სადაც დაბანდებული აქვს. და მას შეიძლება მოენატროს ლუკმა-პური და გაიგოს რა ხასიათზეა ადამიანი, როცა იქექება ნაგვის ბუნკერში მისი უხვი დაპირებების შემდეგ, მისი საოცარი მეოთხე წლის შემდეგ. ცოტა ჭკუით იყავით ყველა - მე გაფრთხილებთ არა აგრესიულად, აგრესიულობასაც ნახავთ როცა თქვენ გააგრძელებთ იმას, რისი განხორციელებაც გინდათ", - განაცხადა ნათელაშვილმა.

 

 

მისი ვარაუდით პარტიამ არჩევნებში მინიმუმ 15% აიღო.

 

 

"ეს 15% დადონ, ეს 15% გამოაჩინონ. სანამ ჩვენ გამოვაჩენთ და მერე უკვე მათთვის გვიანი იქნება. მერე მიხეილ სააკაშვილიც სამუდამოდ იქნება იქეთ, ზღვის და ოკეანის გაღმა სევდიანი თვალებით მოცქირალი საქართველოსკენ და ივანიშვილი გაასწრებს თუ არა საქართველოდან, ეგ მეც არ ვიცი ამ წუთში", - აღნიშნა პარტიის ლიდერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი