„რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტ პოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, 5%-იანი ბარიერი მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახა
08-10-2016, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით გერმანულ-ამერიკული კომპანიის, GFK-ს მიერ ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგების საბოლოო მონაცემები ცნობილია.

 

 

როგორც „რუსთავი 2“-ის ეთერით გახდა ცნობილი, ამ ეგზიტ პოლის საბოლოო შედეგების მიხედვით, ვითარება შეიცვალა და გამოკითხვის 100%-იანი დათვლის შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით პროპორციული სიით, 5%-იანი ბარიერის გადალახვას მხოლოდ ორი პარტია ახერხებს. ეს პარტიებია: „ქართული ოცნება“- 39,9% და „ნაციონალური მოძრაობა“ – 32%.

 

 

GFK-ს ეგზიტ პოლის მიხედვით, ყველა სხვა პარტია დარჩა 5%-იანი ბარიერის მიღმა:

 

 

„პატრიოტთა ალიანსი“ – 4,3%;

 

„თავისუფალი დემოკრატები“- 4,1%;

 

„ლეიბორისტული პარტია“ – 3,6%;

 

„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3,4%;

 

„დემოკრატიული მოძრაობა“- 2,9%;

 

სხვა პარტიები -9,8%.

 

 

„რუსთავი 2“-ის ცნობით, გამოკითხვას პროცენტნახევრიანი ცდომილების ზღვარი აქვს და ტელეკომპანიის ცნობით, ამ მონაცემების საფუძველზე, „პატრიოტთა ალიანს“, „თავისუფალ დემოკრატებს“ და "ლეიბორისტულ პარტიას“ აქვს 5%-იანი ბარიერის გადალახვის შანსი.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი