მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს ახლა უპირატესობა, - აღნიშნული განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Facebook live-ს დროს, ცოტა ხნის წინათ გააკეთა.
ყოფილი პრეზიდენტის თქმით, "ქართულ ოცნებისა" და "ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" მიერ მოპოვებულ მანდატების რაოდენობას შორის, ძალიან ცოტა განსხვავებაა.
"მეგობრებო, რაც შეეხება არჩევნების შედეგებს, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ფაშისტური პატრიოტთა ე.წ. ალიანსი ვერ ლახავს. ამ მომენტში პროპორციული სიით განსხვავება მანდატებს შორის, ორ დარჩენილ პარტიას შორის, ჩვენი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ქართული ოცნება" არის სულ რამდენიმე მანდატი და შემოსული ოქმები მაჟორიტარული ოლქების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ამ მომენტისთვის, ვიმეორებ, ამ მომენტისთვის "ნაციონალური მოძრაობა" ლიდერობს. ეს ნიშნავს იმას, რომ ახლა კომისიებში უნდა ვიმუშაოთ ძალიან მაგრად. არავინ არ უნდა მიატოვოს პოსტი კომისიებში, მით უმეტეს, უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი წინ გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ახლა თითოეული მანდატის დაცვა იმიტომ, რომ სიტუაცია არ არის ის, რაც თავიდან გამოჩნდა. აშკარად ყოველწუთიერად იცვლება უკეთესობისკენ. ამიტომ ახლა, როგორც არასდროს, საჭიროა, რომ ხელები არა მხოლოდ არავინ არ ჩამოუშვას, არამედ ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე. ყოველი ოქმი უნდა იყოს დაცული. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბევრად უკეთეს შედეგს მივიღებთ, ვიდრე წარმოგვედგინა. აბა თქვენ იცით, ვადევნებთ თვალ-ყურს სიტუაციას. მე თვითონაც გაოგნებული ვარ, იმდენ ოლქში გვაქვს ახლა უპირატესობა. არავითარ შემთხვევაში არ მოეშვათ. თქვენ იმედზე ვარ", - განაცხადა სააკაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.