„რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველი ნომრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ოდესის ოლქის გუბერნატორმა, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მონდომებით შეასრულა ის როლი, რომელიც მას ექს პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განუსაზღვრა.
უსუფაშვილის განმარტებით, ეს როლი იყო „საფრთხობელის“.
„მე მგონია, რომ ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან დიდი მონდომებით შეასრულა ის როლი, რაც მას ამ არჩევნებში ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა განუსაზღვრა და ეს იყო როლი საფრთხობელის. მიხეილ სააკაშვილმა ეს როლი წარმატებით შეასრულა და ძალიან ბევრი შედეგი ამ არჩევნების იქნება სწორედ ამითი განპირობებული“,-განაცხადა უსუფაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.