დავით უსუფაშვილი: ჩვენი მონაცემებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ამას  ეგზიტ პოლები გვიწინასწარმეტყველებენ
08-10-2016, 14:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რესპუბლიკური პარტიის“ სიის პირველი ნომრის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, ახლა  სახელმწიფოს, საარჩევნო კომისიების და ყველას ამოცანაა, მოსახლეობის მიერ მიცემული ხმები  ადეკვატურად აისახოს შედეგებში.  

 

 

ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ის არჩევნების სავარაუდო შედეგებზე კომენტარის გაკეთებას არ აპირებს და ცესკო-ს წინასწარ მონაცემებს დაელოდება.

 

 

მისივე თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ამას  ეგზიტ პოლები უწინასწარმეტყველებენ.

 

 

„პირველ რიგში, გისურვებთ მშვიდობიან ღამეს და მშვიდობიან დილას, ვინაიდან ძალიან მნიშვნელოვანი ღამეა. ახლა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე 3 700-მდე საარჩევნო უბანში მიმდინარეობს ხმების დათვლა. ამ საქმით დაკავებულია კომისიის ათასობით წევრი, დამკვირვებელი და მე მინდა პირველ რიგში მათ მივმართო - ყველაფერი იღონონ იმისთვის, რომ აბსოლუტურად ადეკვატურად იყოს ასახული არჩევნების შედეგებში ის, რაც საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტეს: დაითვალონ ყველა ბიულეტენი, შეჯამდეს შედეგები, შედგეს ოქმები და ჩვენ ცენტრალური საარჩევნო კომისიისგან მივიღოთ არჩევნების წინასწარი შედეგები. ამ მომენტამდე მე, როგორც „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი არანაირ კომენტარს არ ვაკეთებ არჩევნების შესაძლო შედეგებთან დაკავშირებით. ეგზიტ პოლები, სხვა ყველა მოვლენა, ეს შესაძლოა არის საინტერესო იმისთვის, რომ ვიფიქროთ, რა ტენდენციებია, მაგრამ კონკრეტულ შედეგებზე ჩვენ უნდა ვისაუბროთ მას შემდეგ, რაც უფლებამოსილი საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოებისგან გვექნება მონაცემები. ამიტომ დღეს მე არ და ვერ გავაკეთებ ვერანაირ პოლიტიკურ შეფასებებს იმის თაობაზე, ვინ არის პარლამენტში, რა კომპოზიციის იქნება მომავალი საკანონმდებლო ორგანო, რის გამო ხდება ის, რომ ვიღაცა შედის პარლამენტში, ვიღაცა არ შედის ან საერთოდ, როგორ წარიმართა საარჩევნო კამპანია, საით მიდის ქვეყანა და ა.შ. ამ ყველაფერზე მოგახსენებთ ხვალ.

 

 

დღეს მინდა შევეხო მხოლოდ ტექნიკურ საკითხებს და მინდა კიდევ ერთხელ ყველა პოლიტიკოსს, ყველა პარტიას ვთხოვო, რომ საარჩევნო საკითხებში დაიცვან საარჩევნო კანონმდებლობა - დავიცვათ თითოეული ხმა. მე მინდა მივმართო „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენლებს საარჩევნო კომისიებში, დავიცვათ ყველა პარტიის ხმა თანაბრად, „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ მიღებული ხმები და ასევე სხვების მიერ მიღებული ხმები. ჩვენი მონაცემებით, „რესპუბლიკურ პარტიას“ აქვს უკეთესი შედეგი, ვიდრე ჩვენ ამას გვიწინასწარმეტყველებენ სხვადასხვა ეგზიტ პოლები, მაგრამ მე ამით არ ვაპირებ ახლა სპეკულაციას, დაველოდებით ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ წინასწარ შედეგებს, მანამდე კი ამოცანაა ის, რომ ყველა ბიულეტენი დაითვალოს სათანადოდ. თუ არის რაიმე დარღვევა სადმე, რაიმე ნიშანი იმისა, რომ სადმე რაიმე მოხდა ან შეიძლება ხდებოდეს ამ წუთში, ეს უნდა აღიკვეთოს, იმიტომ რომ ქართველმა ხალმხა თავისი არჩევანი გააკეთა საარჩევნო ყუთთან მისვლით. ახლა ჩვენი სახელმწიფოს, კომისიების და ყველას ამოცანაა, ეს ყველაფერი ადეკვატურად ავსახოთ შედეგებში. დღეს მნიშვნელოვანია ხმების დაცვა. ხმების ადეკვატურად ასახვა საარჩევნო ოქმებში“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

ერთობლივად ჩატარებული ეგზიტ პოლის შედეგები გამოაქვეყნა ოთხმა ტელეკომპანიამ - „იმედმა“, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა, „მაესტრომ“ და GDS–მა. აღნიშნული ეგზიტ პოლის შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიების პროპორციული პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“  - 53,8%; „ნაციონალური მოძრაობა“ – 19,5%; „პატრიოტთა ალიანსი“- 5%; „ლეიბორისტული პარტია“-  3,1%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ - 2,7%; „რესპუბლიკური პარტია“ - 2,7%; „დემოკრატიული მოძრაობა“ - 2,3%; „ეროვნული ფურუმი“ - 0,8%; „მრეწველები“ - 0,6%; სხვა პარტიები -5,5%.

 

 

 ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით კი გერმანულ-ამერიკულმა კომპანია GFK-მ გამოაქვეყნა ეგზიტ პოლის პირველადი შედეგები. აღნიშნული ეგზიტ პოლის პირველადი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში პარტიების პროპორციული პროცენტული მაჩვენებელი შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება“ - 39, 9%; „ნაციონალური მოძრაობა“ - 32, 74%; „პატრიოტთა ალიანსი“- 5, 76%; „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ – 3, 25%; „თავისუფალი დემოკრატები“- 3, 21%; „ლეიბორისტული პარტია“- 4, 21%; „დემოკრატიული მოძრაობა“- 2, 81%. ხოლო სხვა პარტიებმა ჯამში 8, 12% მოაგროვეს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი