მარნეულში, დღეს, 48-ესაარჩევნო უბანზე მომხდარი დაპირისპირების დროს დაშავებული პოლიციელი რამინ ისმაილოვი ყბის მოტეხილობით ინგოროყვას სახელობის კლინიკაში მარნეულიდან კატასტროფის ბრიგადამ გადაიყვანა.
როგორც ინგოროყვას გადაუდებელი დახმარების განყოფილების უფროსმა, კონსტანტინე მუმლაძემ განაცხადა, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
„პაციენტი გადმოყვანილია მარნეულიდან, კატასტროფის ბრიგადის მიერ, მისი მდგომარეობა სტაბილურია, ვიტალური ფუნქციები შენახულია, აღენიშნება ქვედა ყბის შეცილებითი ფრაგმენტალური მოტეხილობა, პაციენტი გადადის ყბა-სახის ქირურგიულ დეპარტამენტში, შემდგომი მკურნალობის გაგრძელებისთვის“, - კონსტანტინე მუმლაძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მომხრეები 48-ე საარჩევნო უბანზე შეჭრას და საარჩევნო ყუთის გატაცებას შეეცადნენ. შსს-ს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რის შემდეგაც აღნიშნული პარტიების მხარდამჭერები განსაკუთრებით აგრესიულები გახდნენ და პოლიციელების მისამართით ქვების სროლა დაიწყეს. „დაპირისპირების შედეგად რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, მარნეულის პოლიციის უფროსი დაშავდა. საარჩევნო ყუთის გატაცება თავდამსხმელებმა ვერ შეძლეს. ამ ეტაპზე ვითარება კონტროლს ექვემდებარება. ადგილზე მობილიზებულია პოლიციის დამატებითი ძალები. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, თავი შეიკავოს აგრესიული ქმედებებისგან. ყველა იმ აქტივისტის მიმართ, ვინც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ჩაიდენს, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ზომები“, - ნათქვამია განცხადებაში.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი ტუღუშმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა მარნეულის 48-ე საარჩევნო ოლქი დაარბიეს. მისი თქმით, ისინი ისროდნენ ქვებს და იყენებდნენ ხელკეტებს. ასევე, ტუღუშის ინფორმაციით, გატაცებულია საარჩევნო ყუთი, რომელიც უკან არ დაბრუნებულა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.