გიორგი კვირიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული პოლიციელი მოინახულა
08-10-2016, 16:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენმა პოლიციამ, ძალიან დიდი გმირობის ფასად, თავიდან აგვაცილა ძალიან სერიოზული, კარგად დაგეგმილი პროვოკაცია და მინდა, ყველა პოლიციელს, ამ გმირული საქციელისთვის ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ინგოროყვას კლინიკაში გააკეთა, სადაც, მარნეულის #48 საარჩევნო უბანზე დაპირისპირების შედეგად დაშავებული, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, რამინ ისმაილოვი მოინახულა.

 


მთავრობის მეთაური ინგოროყვას კლინიკაში შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილთან ერთად იმყოფებოდა.

 


პრემიერმა რამინ ისმაილოვს ჯანმრთელობა უსურვა და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ, მარნეულში, უხეში ძალა შეგნებულად არ გამოიყენა.

 


„ჩვენ შეგნებულად არ გამოვიყენეთ იქ უხეში ძალა, იმისთვის, რომ დღევანდელი არჩევნები ჩაგვეტარებინა ევროპულად, ძალიან მაღალი ხარისხით და ვფიქრობ, ამ უმთავრეს მიზანს მივაღწიეთ. ეს არის სწორედ ასეთი ადამიანების გმირობის ხარჯზე, როგორიც არის ბატონი რამინ ისმაილოვი. მე მას ჯანმრთელობას ვუსურვებ. იგი აუცილებლად მალე გამოჯანმრთელდება. მინდა, ყველა მოქალაქეს მივულოცო ის, რომ საქართველომ დღევანდელი არჩევნები ღირსეულად ჩაატარა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი