ძალიან ბევრ უბანში ძალიან დამაჯერებლად ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობა" და იკვეთება სურათი, რომ "ნაციონალური მოძრაობა" ამ წუთის მდგომარეობით, ძალიან სერიოზულად იბრძვის და გააჩნია შანსი არჩევნებში გამარჯვების, - აღნიშნული განცხადება " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
მისი თქმით, იქ სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" იმარჯვებს, ხელისუფლება უბნებს აზიანებს.
"ხელისუფლების მკაფიო სტრატეგია ჩანს იმაში, რომ დაიწყეს უბნების დაზიანება და საარჩევნო ყუთების დამტვრევა იქ, სადაც ისინი აგებენ. ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში, ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც უბნებზე შევარდნენ ორგანიზებული ჯგუფები, დააზიანეს და დაამტვრიეს ყუთები და ამით პრაქტიკულად, დაკარგეს იმ ხალხის ხმები, ვინც იმ უბანზე აძლევდა ხმას", - განაცხადა დავით ბაქრაძემ და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში, ქუთაისსა და ფოთში გამოვლენილ შემთხვევებზე გაამახვილა ყურადღება.
ბაქრაძის განცხადებით, უბნებზე შევარდნები დარჩელსა და კორცხელშიც იგეგმება.
"მინდა მივმართო პირადად პრემიერ გიორგი კვირკაშვილს, სანამ ის ჯერ კიდევ პრემიერ მინისტრია, კეთილი ინებოს, თავი დაანებოს ფოიერვერკების მოწყობას, მიხედოს ქვეყანაში წესრიგს და მიხედოს იმას, რომ ამ ქვეყანაში ფეხქვეშ არ იქელებოდეს ამომრჩევლის მიერ მიცემული ხმა. ასე თუ გაგრძელდა, გვერდზე დარჩებათ ფოიერვერკები, ისეთ პროტესტს მიიღებენ ამ ქვეყანაში, - განაცხადა ბაქრაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.