მოვუწოდებ სამართალდამცავ ორგანოებს, მოახდინონ დროული რეაგირება სამართალდარღვევის ფაქტზე და უმკაცრესად დაისაჯონ დამნაშავეები, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერებიც არ უნდა იყვნენ ისინი, - ასე გამოეხმაურა პარტია "ქართული ოცნების" გენერალური მდივანი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხაშკარში მომხდარ ინციდენტს.
"ბოლო ინფორმაციით, არ არიან იდენტიფიცირებულნი პირები, რომლებიც დაუპირისპირდნენ ასევე მედიის წარმომადგენლებს. უნდა მოხდეს ამ პირების დაუყოვნებლივ იდენტიფიცირება. ჩვენი პოლიტიკური ძალა გმობს ნებისმიერ დაპირისპირებას, მით უფრო როდესაც საქმე ეხება მედიისა და დამკვირვებლების საქმიანობის ხელის შეშლას....
კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მთლიანობაში საარჩევნო პროცესი წარიმართა მშვიდობიან ვითარებაში და არანაკლებ მნიშვნელოვანია, ხმის დათვლის პროცედურაც ჩატარდეს მშვიდ გარემოში,“ - განაცხადა კახა კალაძემ პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.