აშკარად ვიგებდით, ჩვენ უკვე ვიღებდით ჩვენი კომისიის წევრებიდან ძალიან დამაჯერებელ ციფრებს, - განაცხადა "რუსთავი 2"-თან სატელეფონო საუბრისას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრა რულოვსმა.
მისი თქმით, ის მის მთავარ ოპონენტს "ქართული ოცნებიდან" ედიშერ თოლორაის საკუთარ სოფელ ინგირშიც კი უგებდა.
"თქვენ უკვე გაიგეთ ჯიხაშკარის შესახებ, სადაც მაშინაც პროვოკაცია იყო და ახლაც დაარბიეს. ახლა კოლონა მიდის კორცხელში. ალბათ, მეორე კორცხელის მოწყობაც უნდათ და საერთოდ ისინი რევოლუციას აწყობენ და არა ჩვენ. მიდის კოლონა კორცხელის დასარბევად. ჩვენ რა ძალები გვაქვს, უბრალოდ ჩვენი ხალხი იქ მიდის საკუთარი ხმების დასაცავად,“ - განაცხადა სანდრა რულოვსმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.