თბილისის მერის მოვალეობის შემსრულებელი სევდია ურგეხელიძე საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებას ეხმაურება. როგორც სევდია უგრეხელიძე აცხადებს, საქალაქო სამსახურების უფროსები, გამგებლები და მერის მოადგილეები მზად არიან გადადგნენ, თუმცა ამისთვის შიხიაშვილმა, რამდენიმე პირობა უნდა შეასრულოს. კერძოდ, ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ გადადგეს თავად დაკავებული თანამდებობიდან და ასევე თანამდებობა დატოვონ კომისიის იმ წევრებმაც, რომლებიც საკრებულოში "ნაციონალური მოძრაობის" პარტიული სიით მოხვდნენ და შემდეგ შეიცვალეს პარტია.
"ბიუჯეტის დამტკიცების შემდეგ მზად ვართ შევასრულოთ ირაკლი შიხიაშვილის ეს ახირებაც და დასახელებული თანამდებობის პირები თანამდებობიდან გადადგნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თანამდებობიდან გადადგება თავად ირაკლი შიხიაშვილი და კომისიის ის წევრები, რომლებიც "ნაციონალური მოძრაობის" წარდგინებით მოხვდნენ საკრებულოში და შემდგომ გადაბარგდნენ "ქართულ ოცნებაში",-განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი შივიაშვილი დღეს გამოვიდა ინიციატივით, რომ საქალაქო სამსახურების უფროსებმა, გამგებლებმა თუ მერის მოადგილებმა დატოვონ თანამდებობა
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.