ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მიმდინარე აქციაზე ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი გაბედავა მივიდა. იგი ცესკო-ში შესვლამდე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებისგან ითხოვდა პასუხს, რატომ დააკავეს ის უკანონოდ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის დროს.
"კრემლის მსახურის მსახური ხარ", - მიმართა მას "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, გიორგი ბარამიძემ.
"დამიმტკიცეთ, თქვენ ჩემზე ხშირად ხართ კრემლში", - უპასუხა ბარამიძეს გაბედავამ.
ამის შემდეგ გაბედავას შელაპარაკება აქციის მონაწილეებთან მოუვიდა. ცესკო-სთან მყოფმა ერთ-ერთმა პირმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.