ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3 702 საარჩევნო უბნიდან 1 863 საარჩევნო უბანზე (ნახევარზე მეტი) პოლიტიკური ძალების მიერ მიღებული ხმების რაოდენობის წინასწარი შედეგები უკვე გამოაქვეყნა. აღნიშნული შედეგების თანახმად, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ ორი პოლიტიკური პარტია - "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შედის, დანარჩენი პოლიტიკური ძალები კი 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ.
ამ დროისთვის პოლიტიკური პარტიების და ბლოკების მიერ მიღებული ხმების შედეგები ასეთია:
"ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო": 50.56% (მიღებული ხმების რაოდენობა -396 817)
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა": 26.51% (მიღებული ხმების რაოდენობა - 208 056)
„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია”: - მიღებული ხმების რაოდენობა: 37655 (4.8 %)
"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატები": ”მიღებული ხმების რაოდენობა: 30 584 (3.9 %)
„პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” -მიღებული ხმების რაოდენობა: 29247 (3.73 %)
„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა ”მიღებული ხმების რაოდენობა: 25687 (3.27 %)
„შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია”მიღებული ხმების რაოდენობა: 23460 (2.99 %)
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.