ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხაშურის #43 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის არსებული 52 საარჩევნო უბნიდან 13 უბანში დაფიქსირებული ხმებია დათვლილი.
აღნიშნული მონაცემების მიხედვით, 32.24%-ით "თოფაძე - მრეწველები. ჩვენი სამშობლოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს.
მეორე ადგილს 21.58%-ით "ქართული ოცნების" კანდიდატი ვალერი გელაშვილი იკავებს.
მესამე ადგილზე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - როინ მახარობლიძეა 17.61%-ით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.