დავით უსუფაშვილი: მე ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე
02-03-2015, 23:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე იმისთვის, რომ დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. სამწუხაროდ ის წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა," ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა აშშ-ში, ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

 


მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი, ისევე როგორც თავად, ყოველთვის არ არის სწორი, მაგრამ მის მიმართ საზოგადოების ნდობა კვლავაც დიდია და მას პოლიტიკაზეც დიდი გავლენა გააჩნია.

 


"მან დააარსა არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქე" და სურს იყოს აქტიური ამ კუთხით. მისი კომენტარები და აზრი არ არის მხოლოდ ერთი რიგითი მოქალაქის პოზიცია საქართველოში, რადგან ის ინარჩუნებს დიდ გავლენას, პატივისცემას და ნდობას საზოგადოებისგან და იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელიც დააარსა. მისი ზეგავლენა რჩება და ამას არც ვუარყოფ. არის თუ არა ის ყოველთვის სწორი როცა აკეთებს კომენტარს? არა, ისევე როგორც მე არ ვარ ყოველთვის მართალი. ის ადამინია, ხოლო მიზეზი, თუ რატომ წავიდა პოლიტიკიდან, იყო ის, რომ მას არ სურდა მესიის ტრადიციის გაგრძელება საქართველოში, რაც აქამდე ხდებოდა. მე ვურჩევდი ბატონ ივანიშვილს, რომ არ წასულიყო ასე ადრე იმისთვის, რომ დაესრულებინა პოლიტიკური ძალის შექმნის პროცესი. სამწუხაროდ ის წავიდა, თუმცა მისი გავლენა არ გამქრალა," განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

უსუფაშვილი საქართველოში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარეობასაც შეეხო და თქვა, რომ მთავრობა მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის მზად არ აღმოჩნდა.

 

 

"ეს არის შიდა და გარე პრობლემების ერთობლიობა. მთავრობა არ იყო მზად მოვლენების ამგვარი განვითარებისთვის. რუსეთიდან საქართველოში 60%-ით ნაკლები ფული გადმოირიცხა იქ მცხოვრები ქართველების მიერ. 2013 წელს ტურისტების რაოდენობა 20%-ით შემცირდა, ნაწილობრივ ვიზების ფაქტორით. ეს კი პირდაპირ უკავშირდებოდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ვიზა ლიბერალიზაციის პროცესს, რადგან ჩვენ რიგის სამიტისგან გვინდა მწვანე შუქი მივიღოთ", - განაცხადა უსუფაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი