ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ხარაგაულისა და ბაღდათის #51 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 74 საარჩევნო უბნიდან 60 უბანში დაფიქსირებული ხმების შედეგები ცნობილია.
ოფიციალური მონაცემების მიხედვით, ორი მუნიციპალიტეტისგან გაერთიანებულ ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი 47.97%-ით ლიდერობს.
მეორე ადგილს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გიორგი რობაქიძე იკავებს 25.83%-ით.
მესამე ადგილზე "უსუფაშვილი - რესპუბლიკელების" კანდიდატი ნოდარ ებანოიძეა, რომელმაც ხმათა 8.14% მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.