გიორგი მარგველაშვილი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს
09-10-2016, 03:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ ორი თვის განმავლობაში მოვუწოდებდით მოსახლეობას აქტიურობისკენ და ის პროცენტი რაც დაჯდა მონაწილეობის, არის ძალიან მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

პრეზიდენტის შეფასებით, წინასაარჩევნო პროცესი იყო მშვიდი და კონსტრუქციული რიგი გამონაკლისების გარეშე.

 

 

მისივე თქმით, არჩევნების დღემაც მშვიდად და მოსახლეობის აქტიურობით ჩაიარა.

 


"ფაქტიურად, ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, ჩვენს ქვეყანაში არჩევნების დღემ ჩაიარა მშვიდობიანად. სამწუხაროა, რომ დათვლის პროცესში გამოჩნდა რამდენიმე სერიოზული სამართალდარღვევა. მათ შორის, აგრესიული ქმედებები. ეს არის არამარტო სამწუხარო, არამედ ამ შემთხვევებს, ამ პროვოკაციულ შემთხვევებს რომელიც რამდენიმე უბანზე მოხდა, დროული, ძალიან სწრაფი რეაგირება სჭირდება. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები არ არის მხოლოდ 8 ოქტომბრის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება და ჩვენი ყველას მიზანია, რომ ეს არჩევნები შეფასდეს, როგორც მაღალი სტანდარტის არჩევნები. ეს არჩევნები შეფასდება როგორ 8 ოქტომბრით, ასევე იმ ექსცესებსა და ინციდენტებზე რეაგირებით, ასევე რანაირად ჩვენ მივალთ არჩევნების მეორე ტურებამდე და რანაირად ჩავატარებთ ამ მეორე ტურებს. მოლოდინი წინასწარი მონაცემებით არის, რომ არაერთი მეორე ტური იქნება", - განაცხადა პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე.

 

 

მანვე სამართალდაცავებს გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით დროული და პრინციპული რეგირებისკენ მოუწოდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი