ირაკლი კობახიძე: ცესკო-ს წინასწარმა შედეგებმა დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა
09-10-2016, 03:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოქვეყნებულმა წინასწარმა შედეგებმა დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

 

 

ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

 

მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა აბსოლუტურმა უმრავლესობამ და პარტია მაღალი ლეგიტიმაციით განაგრძობს ბრძოლას ქვეყნის განვითარებაზე.

 

 

„წინასწარი მონაცემებით, ჩვენმა ოცზე მეტმა კანდიდატმა პირველივე ტურში მოიგო მაჟორიტარულ არჩევნებში. პირველი ტურის შედეგები ცხადყოფს, რომ „ქართული ოცნება” მოიგებს ყველა მაჟორიტარულ ოლქს მეორე ტურში“,-აღნიშნა მან.

 

 

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის განცხადებით,  არჩევნები 3 600-ზე მეტ უბანში უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში წარიმართა და მხოლოდ რამდენიმე საარჩევნო უბანზე დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ინციდენტები.

 

 

„შეგახსენებთ, რომ მარნეულის ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა სცადეს, საარჩევნო უბნის ჩაშლა, რა დროსაც ისინი ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ჩვენს აქტივისტებს და პოლიციის თანამშრომლებს. ინციდენტის შედეგად დაშავდა მარნეულის პოლიციის უფროსი და რამდენიმე თანამშრომელი.

 

 

ჩვენ ვაფრთხილებდით ადგილობრივ და საერთაშორისო დამკვირვებლებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შეეცდებოდა არჩევნების დღეს ამგვარი პროვოკაციის მოწყობას, რადგან ტელევიზიით წარმოეჩინა ხელოვნურად პროვოცირებული ძალადობრივი სცენები და ჩრდილი მიეყენებინა საარჩევნო პროცესისთვის.

 

 

არჩევნების უპრეცედენტოდ მშვიდ ვითარებაში ჩატარების მიუხედავად, საეთერო დროის დიდი ნაწილი დაეთმო მარნეულის ინციდენტის გაშუქებას, რაც იყო კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი. ამ მძიმე პროვოკაციის ავტორებმა მკაცრად უნდა აგონ პასუხი კანონის წინაშე.

 

 

გარდა მარნეულისა, ინციდენტები დაფიქსირდა ქუთაისსა და ჯიხაშკარში, რაზეც სამართალდამცველმა ორგანოებმა გამოძიება უკვე დაიწყეს.

 

 

„ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს უსუსური მცდელობა განახორციელოს თავის გეგმა, რომელზეც ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ და სურს ხელოვნურად მოახდინოს დესტაბილიზაციის პროვოცირება. დღეს გამოქვეყნდება არასამთავრობო ორგანიზაციების პარალელური დათვლის შედეგები და საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშები, რომლებიც დაადასტურებს ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს და რომლებიც სათანადოდ შეაფასებს იმ მშვიდობიან და სამართლიან გარემოს, რომელშიც არჩევნები ჩატარდა“,-თქვა მან.

 

 

ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებას“ იმედი ჰქონდა, რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი გადალახავდა ბარიერს, თუმცა ახლა ცოტა სხვანაირი სურათი იკვეთება.

 

 

„ეს იყო ჩვენი პროგრამა მინიმუმი და ეს მიზანი ჩვენ მიერ მიღწეულია. ჩვენ იმედი გვქონდა, რომ რამდენიმე საარჩევნო სუბიექტი გადალახავდა ბარიერს, თუმცა ახლა ცოტა სხვანაირი სურათი იკვეთება. სამწუხარო იქნება, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ შედეგმა გადაფაროს სხვა საარჩევნო სუბიეტების შედეგები. ეს არის ის სურათი, რასაც ჩვენ ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური მონაცემებით ვხედავთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი