ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) თავმჯდომარის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, არჩევნების ხარისხი 2013-2014 წლების არჩევნებთან შედარებით, არის გაუარესებული და ეს ნათელია.
მისი თქმით, ეს არ იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები.
ამის შესახებ ნაცვლიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, საია არჩევნებს საქართველოს მასშტაბით 500-მდე დამკვირვებლის მეშვეობით აკვირდებოდა.
„სამწუხაროდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს იყო სამაგალითოდ ჩატარებული არჩევნები. ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე საყურადღებო დარღვევები დაფიქსირდა. ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი არაერთ შემთხვევაში ძირითადად უბნის გარე პერიმეტრზე უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა, რაც ძალადობრივ მოვლენებში გამოიხატებოდა. დაფიქსირდა უბნებზე შეჭრის ცალკეული შემთხვევები. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა კონკრეტულ უბნებზე არჩევნების შედეგებზე და მნიშვნელოვან ზიანი მიაყენა კენჭისყრის დღის მთლიან სურათს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.