ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მცხეთის #37 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 45 საარჩევნო უბნიდან 44 უბანზე დაფიქსირებული ხმების მონაცემები ცნობილია.
ამ დროისთვის (9 ოქტომბერი, 13:00 საათი) არსებული შედეგების მიხედვით, "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატს დიმიტრი ხუნდაძეს ამომრჩეველთა ხმების 40.77%, დამოუკიდებელ კანდიდატს, ცეზარ ჩოჩელს კი 40.5% აქვს. მიღებული.
დარჩენილი ერთი უბნის მონაცემების შედეგები გადაწყვეტს, თუ რომელი კანდიდატი გავა პირველ ადგილზე, თუმცა ამის მიუხედავად უკვე ირკვევა, რომ მე–2 ტურში საარჩევნო ბრძოლა სწორედ მათ შორის გაიმართება, რადგან პირველ ტურში ვერც ერთი კანდიდატი აგროვებს 50%–ზე მეტ ხმებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.