თამარ ბერუჩაშვილი: რუსეთი დღემდე არღვევს 2008 წელს გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას
03-03-2015, 00:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებების საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უკრაინასა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას შეეხო და აღნიშნა, რომ მდგომარეობას მოსკოვის ე.წ. რესპუბლიკებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესრულება კიდევ უფრო დაამძიმებს.

 


თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი დღემდე არღვევს 2008 წელს ევროკავშირის შუამავლობით გაფორმებულ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას.

 


„რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ, ყირიმის ანექსიას და აღმოსავლეთ რეგიონების დესტაბილიზაციას სათანადო პასუხი უნდა მოჰყვეს საერთაშორისო საზოგადოებისაგან. უკრაინა არ არის ერთი ცალკეული შემთხვევა. ის რუსეთის მიერ გავლენის ზონის გაფართოების მცდელობაა. რუსეთი უზღუდავს ერებს სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ საკუთარი მომავალი. ასეთი პოლიტიკის ნათელი მაგალითია სამხედრო აგრესია საქართველოს მიმართ 2008 წელს და ქვეყნის ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია. რუსეთი დღემდე არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელიც ევროკავშირის შუამავლობით 7 წლის წინათ გაფორმდა. მოსკოვის მიერ ცოტა ხნის წინათ აფხაზეთისა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმებისთვის შეთავაზებული ე. წ. შეთანხმებები არის იმ ანექსიის პოლიტიკის გაგრძელება, რომელსაც რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებს“, განაცხადა ბერუჩაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი