ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, დმანისისა და წალკის #34 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 99 საარჩევნო უბნიდან 89 უბნის მიხედვით ხმები უკვე დათვლილია.
ამ დროის მონაცემებით, (9 ოქტომბერი, 13:00 საათი) ორი მუნიციპალიტეტისგან გაერთიანებულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი კახაბერ ოქრიაშვილი 65.74%-ით უგებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ბაკურ მგელაძეს, რომელსაც ამომრჩევლის 22.69% უჭერს მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.