ზუგდიდში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, სანდრა რულოვსის განცხადებით, არჩევნების შედეგების მიუხედავად, ყველა დაპირების შესრულებას შეეცდება.
სანდრა რულოვსის თქმით, მან პირნათლად მოიგო არჩევნებში ზუგდიდის #66 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში.
„ბრძოლა ჯერ არ დამთავრებულა, მე პირნათლად მოვიგე ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. ყველა უბნიდან მოდიოდა შედეგები, რომ ვიმაჯრვებდით, მათ შორის ინგირშიც ვიმარჯვებდი, საიდანაც, ჩემი კონკურენტი, ედიშერ თოლორაიაა. ჩემი მოწინააღმდეგე თავისივე სოფელში დავამარცხე. ცხადია, არც სხვაგან გაგვიჭირდებოდა. ამტვრევდნენ ყუთებს, კომისიის წევრები გარბოდნენ, ბათილად სცნეს ბიულეტენები და 3 უბანი საერთოდ ჩაიშალა. მე არ ვეგუები ამბავს“,- აცხადებს სანდრა რულოვსი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, (9 ოქტომბერი, 13:10სთ) ზუგდიდის #66 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არსებული 49 საარჩევნო უბნიდან 15 უბნის მონაცემებია ცნობილი. შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა: "ქართული ოცნება" - ედიშერ თოლორაია - 48.83%; "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - სანდრა რულოვსი - 43.14%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.