თამარ ჩუგოშვილი: საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“
09-10-2016, 04:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთი წევრის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" დაახლოებით 20 მაჟორიტარულ ოლქში პირველივე ტურში მოიგო, ხოლო მეორე ტურების სიმრავლე განპირობებულია ძალიან მაღალი ბარიერით.

 

 

მისივე თქმით, საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა მხარი.

 

 

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოში ყოველმა მეორე ამომრჩეველმა მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენს ამომრჩეველს“,-აღნიშნა მან.

 

 

გუშინდელ დღეს რაც შეეხება, ძირითადად ჩაიარა მშვიდ, სამართლიან გარემოში, იყო მხოლოდ რამდენიმე ინციდენტი 4-5 საარჩევნო უბანზე. ჩვენი ინფორმაციით, გაბათილებულია მხოლოდ 2 უბნის შედეგები, ასევე გარკვეულ უბნებთან ადგილი ჰქონდა ინციდენტებს და ფიზიკურ დაპირისპირებას. გვინდა განსაკუთრებით გამოვეხმაუროთ მარნეულში მომხდარ სრულიად მიუღებელ ფაქტს, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულმა ადამიანების ჯგუფმა შეტევა მიიტანეს საარჩევნო უბანზე, საფრთხე შეუქმნეს იქ მყოფ ადამიანებს, დაზიანება მიაყენეს პოლიციის წარმომადგენლებს და მათი ქცევა შეიცავდა ძალიან სერიოზულ კრიმინალურ ნიშნებს. ამას ხელმძღვანელობდა ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი. ეს ინციდენტი ყოვლად მიუღებელი იყო.სამართალდამცველები ეფექტურად მოქმედებდნენ. დარწმუნებული ვართ, რომ მათ ქმედებას მოჰყვება გაგრძელება და დადგება იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც მონაწილეობდნენ ინციდენტში“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი