ილია მეორე: მინდა ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ სიყვარული გამოიჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც ჰგონიათ, რომ წააგეს, სინამდვილეში მთელი საქართველო გამარჯვებულია
09-10-2016, 04:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ, დღევანდელი საკვირაო ქადაგებისას, მრევლს არჩევნების „მშვიდობიანად დასრულება“ მიულოცა.

 

 

მისი თქმით, ეს არ არის მხოლოდ ერთი პარტიის წარმატება, არამედ, ეს არის საქართველოს გამარჯვება.

 

 

„მე მინდა მოგილოცოთ მშვიდობით ჩატარებული არჩევნები, რომელიც გუშინ გაიმართა. ესეც ნიშანია, რომ იზრდება სიყვარული საქართველოში. მაგრამ მე მინდა ამავე დროს ვთქვა, რომ ეს გამარჯვება ერთი პარტიისა კი არ იყო, მთელი საქართველოს გამარჯვებაა. ვისაც ჰგონია, რომ წაგებულია, ისიც გამარჯვებულია და ამას გილოცავთ. მე მინდა ვთხოვო გამარჯვებულთა პარტიას, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ იმათ და სიყვარული გამოიჩინონ იმათ მიმართ, რომელთაც ჰგონიათ, რომ წააგეს. სინამდვილეში ყველანი, მთელი საქართველო გამარჯვებულია“, - ბრძანა ილია მეორემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი