ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ამ დროის მონაცემებით (9 ოქტომბერი, 13:45 საათი) დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის #38 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი, ზაქარია ქუცნაშვილი ლიდერობს. მას 59.57% მხარდაჭერა აქვს.
მე–2 ადგილზეა "პაატა–ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატი, ზურაბ ოტიაშვილი, რომელსაც ამომრჩეველთა ხმების 13.56% აქვს მიღებული, ხოლო მესამეზე "ლეიბორისტული პარტიის" კანდიდატი შალვა ნათელაშვილი. მას 10.63% უჭერს მხარს.
ცესკო-ს ცნობით, ამ დროის მონაცემებით (9 ოქტომბერი, 13:45 საათი) სამი მუნიციპალიტეტისგან შემდგარ ოლქში არსებული 81 საარჩევნო უბნიდან 58 უბანზე დაფიქსირებული ხმების რაოდენობაა დათვლილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.