უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი ჯარისკაცი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
26 წლის ახალგაზრდა 16 სექტემბერს, ბუტკოვის შახტაზე, სროლების დროს მძიმედ დაიჭრა და ექიმებმა, მიუხედავად რამდენიმე ოპერაციისა, მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
წლის დასაწყისიდან, დონბასში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შედეგად, 173 უკრაინელი სამხედრო დაიღუპა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.