ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით (9 ოქტომბერი, 15:30 საათი) მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს.
ცესკო-ს მონაცემების მიხედვით, ხაშურის #43 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც 52 უბნიდან 49 უკვე დათვლილია, "თოფაძე - მრეწველები. ჩვენი სამშობლო"-ს კანდიდატი სიმონ ნოზაძე ლიდერობს 31.95%-ით.
მეორე ადგილს "ქართული ოცნების" კანდიდატი ვალერი გელაშვილი იკავებს 20.04%-ით.
მესამე ადგილზე კი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი როინ მახარობლიძეა, რომლესაც მხარი ამომრჩევლის 17.46%-მა დაუჭირა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.