IRI-ს პრეზიდენტი: საპარლამენტო არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა და ქართველი ამომრჩევლის ნება ასახა
09-10-2016, 06:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) მარკ გრინი განცხადებით, საპარლამენტო არჩევნები  არ იყო იდეალური, თუმცა  მშვიდ გარემოში  ჩატარდა და  ქართველი ამომრჩევლის ნება ასახა.

 

 

როგორც მარკ გრინმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომელმაც დღეს ჟურნალისტებს IRI-ს ანგარიშში გააცნო.

 

 

მარკ გრინის თქმით, განცხადებით, არჩევნები უმეტესწილად კარგად იყო ორგანიზებული, თუმცა კიდევ არის რიგი საკითხები გასაუმჯობესებელი. ამასთან, მისივე განცხადებით, 8 ოქტომბერი არ არის პროცესის დასასრული, ეს არის  პროცესის დასაწყისი.

 

 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ მოუწოდებს ქართველებს, გადადგან თანმიმდევრული და მიზანმიმართული ნაბიჯები, პირველი ტურის შემდეგ წარმოებულ პოლიტიკურ კამპანიაში.

 

 

„მიუხედავად იმისა, რომ 8 ოქტომბერი იყო პირველი და უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ამ არჩევნებისთვის, მიგვაჩნია, რომ კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ არჩევნების სრული პროცესი ჩაითვალოს წარმატებულად. ვიმედოვნებთ, რომ მომდევნო დღეებში ამომრჩევლები და პოლიტიკური ლიდერები გააგრძელებენ მუშაობას მშვიდად და გაწონასწორებულად ქვეყნის დემოკრატიული განვითარების გათვალისწინებით“, - განაცხადა მარკ გრინმა.

 

 

IRI-ს ანგარიში 20 ჯგუფის დამკვირვებლებისგან შემდგარი ჯგუფის მონაცემებს ეყრდნობა.

 

 

„სადამკვირვებლო მისია მოიცავდა 20 ჯგუფს, რომელიც შედგებოდა მოკლევადიანი და გრძელვადიანი დამკვირვებლებისგან. ჩვენი დამკვირვებლები დააკვირდნენ 200-ზე მეტ საარჩევნო უბანს და ჩაატარეს 1 000-ზე მეტი შეხვედრა წინასაარჩევნო პერიდოში. ჩვენი მისიის შემადგენლობაში 14 ქვეყნის წარმომადგენლები იყვნენ. ჩვენი პირველადი შეფასებით, ეს არჩევნები არ იყო იდეალური, თუმცა ძირითადად არჩევნები ჩატარდა მშვიდ და წყნარ გარემოში. იყო კარგად ორგანიზებული და, როგორც ჩანს, ასახა ქართველი ამომრჩევლის ნება“,-აღნიშნა მარკ გრინმა.

 

 

„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რეკომენდაციით მიმართავს, გააუმჯობესოს ხმის დათვლის პროცედურები, რომ ეს პროცესი ასეთი ხანგრძლივი არ იყოს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი