ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერის, ანა მიქელაძის ცნობით, ამ ეტაპზე ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში 228 საჩივარია შესული.
მისივე თქმით, 12 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დაწერილია საჩივარი უბნის შედეგების ბათილობის თაობაზე.
„საჩივრები ძირითადად პროცედურულ ხარვეზებს ეხება, რომელთა ნაწილი უბანზევე აღმოიფხვრა. ოლქში შეტანილ საჩივრებში ძირითადი მოთხოვნაა კომისიის წევრებისათვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება. საჩივრების ნაწილი შეეხება ხმის მიცემისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცედურებს.
საჩივრები დაიწერა ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მიერ. ყველაზე მეტი საჩივარი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს დაწერილი“,-აღნიშნა მან და დასძინა, რომ საოლქო საარჩევნო კომისია საჩივრებს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში განიხილავს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს.
„საარჩევნო უბნების უმეტესობიდან საარჩევნო ადმინისტრაციამ დროულად მიიღო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელი ოქმები, რომელიც ეტაპობრივად იტვირთება და ხელმისაწვდომია ცესკოს სპეციალურ ვებ-გვერდზე“,-განაცხადა ცესკო-ს პრესსპიკერმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.