ცენტრალური საარჩევნო კომისია ამ დროისთვის არსებული მონაცემების მიხედვით (9 ოტქომბერი, 16:20 საათი) მაჟორიტარული არჩევნების შედეგებს აქვეყნებს.
აღნიშნული შედეგების მიხედვით, ზუგდიდის #66 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სადაც 49 საარჩევნო უბნიდან, ჯერ მხოლოდ 22 უბნის შედეგებია ცნობილი, 48.28%-ით "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატი ედიშერ თოლორაია ლიდერობს.
მეორე ადგილს " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი სანდრა რულოვსი იკავებს. 22 უბნის მონაცემების მიხედვით, რულოვსს ზუგდიდის მოსახლეობის 44.87% უჭერს მხარს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.