ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ბოლოს გამოქვეყნებული მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან სავარაუდოდ, 18-ში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
ამ დროისთვის უკვე დათვლილია თბილისის ყველა საარჩევნო ოლქის უბნების აბსოლუტური უმრავლესობა, მათ შორის რამდენიმე საარჩევნო ოლქში ყველა საარჩევნო უბანზე მიცემული ხმების რაოდენობა.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება პირველ და მეორე ადგილზე გასულ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის და ყველა იმ ოლქში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.
არჩევნების მეორე ტური სავარაუდოდ გაიმართება:
მთაწმინდის 1-ელ მაჟორიტარულ ოლქში
დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი - 44,4%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა რურუა - 26,9%.
ვაკის მე-2 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ბიძინა გეგიძე - 48,83%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ელენე ხოშტარია -22,22%.
საბურთალოს მე-6 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან გოგიჩაიშვილი-46,76%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სევდია უგრეხელიძე - 17,03%.
კრწანისის მე-7 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ოდიშარია - 47,92%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი აბესაძე -29,34%.
ისნის მე-8 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე - 42,71%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ონიანი - 24,28%.
ისნის მე-9 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ჭიჭინაძე - 48,35%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბესიკ კვიციანი - 27,23%.
ისნის მე-10 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ბექა ნაცვლიშვილი - 45,46%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაზა კედელაშვილი - 26,87%.
სამგორის მე-11 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი მოსიძე - 47,64%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ნადირაძე - 23,99%.
სამგორის მე-12 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი მარიამ ჯაში - 42,85%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ჟღენტი - 27,37%.
სამგორის მე-13 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა ხაბარელი - 45,27%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხახნელიძე - 25,52%.
დიდუბის მე-15 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა პაპუაშვილი - 47,28%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით ნაფეტვარიძე - 19,77%.
დიდუბის მე-16 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ივლიანე წულაია - 47%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი დვალი - 20,85%.
ჩუღურეთის მე-17 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი სოფიო კილაძე - 44,83%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მურმან თხელიძე - 19,84%.
ჩუღურეთის მე-18 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატო მიხეილ ყაველაშვილი - 47,36%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა გუგეშაშვილი - 25,03%.
ჩუღურეთის მე-19 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა გაბუნია - 46%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლერი დემეტრაშვილი -26,23%.
გლდანს მე-20 მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი კობა კობალაძე - 40,52%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ალექსანდრე ჩაფიჩაძე - 24,18%.
გლდანის 21-ე მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობიაშვილი-49,1%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სერგო რატიანი- 30,49%.
გლდანის 22-ე მაჟორიტარულ ოლქში
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან კობერიძე - 44,8%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ბარამიძე - 25,6%.
მეორე ტური არ გაიმართება შემდეგ ოლქებში:
ვაკის მე-3 მაჟორიტარული ოლქი
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა ხუციშვილი - 50,53%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი- 19,3 %;
საბურთალოს მე-4 მაჟორიტარული ოლქი
„ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა მდინარაძე - 51,81%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძე - 20,67%.
საბურთალოს მე-5 მაჟორიტარული ოლქი
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ნინო გოგუაძე - 51,52%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი როინიშვილი - 18,84%.
ჩუღურეთის მე-14 მაჟორიტარული ოლქი
„ქართული ოცნების“ კანდიდატი გია ვოლსკი - 57,32%;
„ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჩოლოყაშვილი -23,71%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.