შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ავრცელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ: 2015 წლის თებერვლის თვე 290 929 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2014 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 1 %-ით ნაკლებია. რაც შეეხება იანვარ-თებერვლის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 600 396 ვიზიტი განხორციელდა, რაც 2%-ით ნაკლებია 2014 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია: ა) ტურისტი – 212 668 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 35,4%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 7,8%); ბ) ტრანზიტი – 115 653 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19,3%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 14,6%); გ) სხვა – 272 075 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 45,3%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 3,5%).
2015 წლის თებერვალშიც ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-10%), აზერბაიჯანიდან (+8,5%), სომხეთიდან (+8,8%), რუსეთიდან (-7,3%) და უკრაინიდან (-14%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ-თებერვალში გამოირჩნენ ლიტვა, გერმანია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი და იტალია (შესაბამისად 126%, 12%, 12%, 11%, და 10%), შუა აზიის ქვეყნებიდან უზბეკეთი (67%) და ყაზახეთი (20%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი – ბელორუსიის და მოლდოვას მოქალაქეები 43% და 21%–იანი მატებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.