ამ დროისთვის (9 ოქტომბერი, 18:20 საათი) ნინოწმინდის და ახალქალაქის #46 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში 89 უბნიდან შედეგები 88 უბანზეა დათვლილი და მხოლოდ ერთი უბნის მონაცემები არ არის გამოქვეყნებული.
63.42%-ით აქ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ენზელ მკოიანი ლიდერობს. მე-2 ადგილზეა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატი არსენ კარაპეტიანი. მას 88 უბანზე ამომრჩეველთა ხმების 17.08% აქვს მიღებული.
ცესკო–ს ოფიციალური ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნინოწმინდის და ახალქალაქის #46 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატმა, ენზელ მკოიანმა პირველადი მონაცემებით, 50%–იანი ბარიერი დამაჯერებლად გადალახა და აღნიშნულ ოლქში მე–2 ტურის გამართვის საჭიროება არ იქნება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.