ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ბესიკ გაბუნია ლიდერობს. ინფორმაციას ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისია აქვეყნებს. მას ამომრჩეველთა 45.28% –ის მხარდაჭერა აქვს მიღებული, თუმცა ეს საბოლოო შედეგი არ არის, რადგან 65 უბნიდან ამ დროისთვის (9 ოქტომბერი, 19:10 საათი) დათვლილია 63 უბნის მონაცემები და დარჩენილია მხოლოდ 2 უბნის შედეგების გამოქვეყნება.
43.35% აქვს მიღებული მე–2 ადგილზე გასულ "ქართული ოცნების" კანდიდატს ლაშა გოგიას, ხოლო 9.25% "პატრიოტთა ალიანსის" კანდიდატს, გურგენ სართანიას.
კანონის თანახმად, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამგებლის ან მერის პოსტზე წარდგენილი ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%–იან ბარიერს, მაშინ მე–2 ტური იმართება.
ამ დროის მონაცემების თანახმად, ზუგდიდში მეორე ტური უნდა გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.