ცესკო: ახალციხის მერის არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ლიდერობს
09-10-2016, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ახალციხის მერის არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ წარდგენილი კანდიდატი ირაკლი ერეკლიშვილი 45.98%-ით ლიდერობს. აღნიშნული შედეგი საბოლოოა, რადგან არსებული 13 საარჩევნო უბნიდან ყველა უბანი დათვლილია.

 

 

ცესკო-ს ცნობით, ახალციხის მერობის დანარჩენ ოთხ კანდიდატზე ამომრჩეველთა ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა:

 

 

"ქართული ოცნების" კანდიდატი ვლადიმერ ზედგინიძე - 36.99%

 

 

"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" კანდიდატი ივანე გვარამაძე - 7.44%

 

 

"ეროვნული ფორუმი" ჯუმბერ ინასარიძე - 6.86%

 

 

„დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია” ბესიკ ტაბატაძე - 2.72%

 

 

კანონის თანახმად, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამგებლის ან მერის პოსტზე წარდგენილი ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%–იან ბარიერს, მაშინ მე–2 ტური იმართება.

 

 

აღნიშნული შედეგების მიხედვით, ახალციხეში მეორე ტური უნდა გაიმართოს.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი