ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის რიგგარეშე არჩევნებში "ქართული ოცნების" კანდიდატი ნიკოლოზ თოფურიძე 49.87%-ით ლიდერობს. აღნიშნული შედეგი საბოლოოა, რადგან არსებული 37 უბნიდან ყველა უბანი დათვლილია.
23.18% აქვს აღებული "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს თამაზი ლომიძეს. 11.85%-ით კი მესამე ადგილზეა "უსუფაშვილი - რესპუბლიკელები" მიხეილ ჭიპაშვილი.
კანონის თანახმად, თუ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, გამგებლის ან მერის პოსტზე წარდგენილი ვერც ერთი კანდიდატი ვერ გადალახავს 50%–იან ბარიერს, მაშინ მე–2 ტური იმართება.
ამ დროის მონაცემების თანახმად, ხარაგაულში მეორე ტური უნდა გაიმართოს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.