დონალდ ტრამპმა ჰილარი კლინტონსა და მის მეუღლეზე სასტიკი თავდასხმა წამოიწყო
10-10-2016, 02:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შეერთებული შტატების პრეზიდენტობის "რესპუბლიკელი" კანდიდატი დონალდ ტრამპი სასტიკად დაესხა თავს ჰილარი კლინტონს და მის მეუღლეს. მან უარყო მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ქალების სექსუალური შეურაცხყოფის მიყენების შესახებ და თქვა, რომ მისი მხრიდან ქალების გაუპატიურებას არასდროს არ ჰქონია ადგილი, სამაგიეროდ კი იგი ცხარე საპრეზიდენტო დებატებში თავს დაესხა ყოფილ პრეზიდენტს, ბილ კლინტონს. ამის შესახებ BBC წერს.

 


"პოლიტიკის ისტორიაში არასდროს ყოფილა არავინ, რომელიც ისეთი შეურაცხმყოფელი ყოფილიყო ქალებისადმი, როგორიცაა ის", – თქვა მან.

 


ჰილარი კლინტონმა მეუღლესთან დაკავშირებით ტრამპისთვის პასუხის გაცემაზე უარი თქვა.

 

 

როგორც BBC წერს, ტრამპის კლინტონებზე თავდასხმას მას შემდეგ ჰქონდა ადგილი, რაც მოდერატორმა ანდერსონ კუპერმა ჰკითხა მას 2005 წლის ვიდეო ჩანაწერის შესახებ, რომელიც პარასკევს გამოქვეყნდა და რომლითაც გამჟღავნდა, თუ როგორ აფათურებს ხელებს ტრამპი ქალებთან და თან თავმოწონებით ბაქი–ბუქობს.

 


მაგრამ როცა მას ჰკითხეს, უღალატია თუ არა ცოლისთვის ვინმე ქალთან, მან უარყო მსგავსი რამ და ამაზე საუბრის ნაცვლად კლინტონის უწინდელ წინდაუხედავ ნაბიჯებზე მოახდინა ფოკუსირება.

 

 

ჰილარი კლინტონმა კი განაცხადა, რომ ვიდეომ ნათლად გამოავლინა ის, თუ სინამდვილეში ვინ არის დონალდ ტრამპი.

 

 

"ვფიქრობ, ნათელია ყველასთვის, რომელმაც ამ ვიდეოს შესახებ შეიტყო, რომ ის წარმოადგენს ზუსტად იმას, ვინც არის", – თქვა ჰილარი კლინტონმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი