ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, თბილისში, ვაკის #3 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ამ დროისთვის (10 ოქტომბერი, 11:30 საათი) სულ არსებული 35 უბნიდან მონაცემები ყველა უბანშია დათვლილი.
50.41% აქ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარმა კანდიდატმა, ზაზა ხუციშვილმა აიღო.
მე-2 ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი, რომელმაც 19.39% მოიპოვა.
არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
შესაბამისად, აღნიშნულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მე-2 ტური არ გაიმართება, რადგან "ქართული ოცნების" კანდიდატმა 50.41% აიღო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.