უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ნინო გვენეტაძის კანდიდატურის კენჭისყრა გადაიდო
03-03-2015, 03:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის პოსტზე, ნინო გვენეტაძის კანდიდატურის კენჭისყრა მიმდინარე კვირაში არ გაიმართება. აღნიშნულის მიზეზი საპარლამენტო უმრავლესობაში საკითხზე შეუჯერებლობაა.

 


ფრაქცია “ქართული ოცნებას” არ აქვს ერთიანი პოზიცია ნინო გვენეტაძის კანდიდატურისადმი და ითხოვს კონსულტაციების გაგრძელებას.

 

 

საინფორმაციო-ანალიტიკურ პორტალ "კვირაში" დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ ნინო გვენეტაძესთან მიმართებაში ფრაქციებთან შეხვედრები ჩატარდა, იყო კომიტეტების სხდომები, სადაც მის კანდიდატურას მხარი დაუჭირეს.

 

 

"მინდა გითხრათ, რომ უმრავლესობაში საკმაოდ პოზიტიური განწყობაა ქალბატონი ნინოს კანდიდატურის მიმართ. არ ვიქნები სწორი, თუ ვიტყვი, რომ ერთსულოვანი განწყობა-მეთქი, ბუნებრივია, არის განსხვავებული შეხედულებები. დღესაც რომ ჩატარდეს კენჭისყრა, დარწმუნებული ვარ, რომ საკმაოდ დიდ მხარდაჭერას მოიპოვებს ქალბატონი ნინო, რადგან, როგორც მოგახსენეთ, ზოგადად, პოზიტიური განწყობაა. პროცესი გრძელდება. პირადად ჩემი საკმაოდ პოზიტიური დამოკიდებულება ამ კანდიდატურის მიმართ ერთხელ უკვე გამოვხატე და შემიძლია გითხრათ, რომ იმ კანდიდატებს შორის, რომელთა შემადგენლობიდანაც პრეზიდენტს უნდა დაესახელებინა თავმჯდომარის კანდიდატურა, საკმაოდ ბევრი ღირსეული ადამიანი იყო. ვფიქრობ, რომ ნინო გვენეტაძის დასახელებით პრეზიდენტმა ერთ-ერთი საუკეთესო შეარჩია. მიმაჩნია, რომ მისი კანდიდატურა სრულად აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რომლებიც კანონმდებლობითაა გათავლისწინებული", - განაცხადა კახიანმა.

 

 

 

კენჭისყრის გადადება მიუღებელია დეპუტატ ზაქარია ქუცნაშვილისათვის, რომელიც უმრავლეოსობის ერთი ნაწილის მიერ თავადაც იყო წარდგენილი პრეზიდენტისათვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად, მაგრამ პრეზიდენტმა საბოლოოდ პარლამენტს ნინო გვენეტაძის კანდიდატურა წარუდგინა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი