ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ბორჯომისა და ასპინძის #45 მაჟორიტარულ ოლქში ამ დროისთვის (10 ოქტომბერი, 12:30 საათი) სულ არსებული 70 საარჩევნო უბნიდან ყველა უბნის შედეგები დათვლილია.
51.08% აქ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" კანდიდატმა, გედევან ფოფხაძემ აიღო.
მე-2 ადგილზეა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე, რომელმაც ხმების 21.48% მოიპოვა.
არჩევნების მეორე ტური ინიშნება ყველა იმ ოლქში, სადაც კანდიდატმა „საარჩევნო კოდექსით“ განსაზღვრული 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო.
შესაბამისად, აღნიშნულ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩევნების მე-2 ტური არ გაიმართება, რადგან "ქართული ოცნების" კანდიდატმა 51.08% მოიპოვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.