დავით უსუფაშვილი: არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი
10-10-2016, 04:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

8 ოქტომბრის არჩევნები შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა დღეს გამართულ პრეს კონფერენციაზე. "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერმა, რომლის პარტიამაც ცესკო–ს მონაცმებით, 1.5% მიიღო და უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიღმა დარჩა, თქვა, რომ "საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო", მათ შორის "სერიოზული ხარვეზებიც" და "დანაშაულის ნიშნებიც", მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი "ღრმა რწმენით არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა".

 

 

მისი თქმით, საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა ძირითადმა სუბიექტმა თავი გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას.

 


„8 ოქტომბრის არჩევნებიდან საკმაო დრო გავიდა, რომ ჩვენ შევძლოთ არჩევნების წინასწარი ტექნიკური და პოლიტიკური შედეგების შეჯამება. მე ვთვლი და ეს არის ძალიან სასიამოვნო, რომ 8 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდათ თავისუფალი არჩევანის გაკეთების გაცილებით უკეთესი საშუალება, ვიდრე წინა საპარლამენტო არჩევნების დროს. ეს არის მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებისთვის.

 


საარჩევნო პროცესში ბევრი ხარვეზი იყო. იყო სერიოზული ხარვეზებიც. იყო დანაშაულის ნიშნებიც, რომელთა თაობაზე ჩვენ ვიხილავთ კომპეტენტური ორგანოების საბოლოო გადაწყვეტილებებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემი ღრმა რწმენით არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისთვის, რომ ეჭვქვეშ დადგეს საარჩევნო პროცესის ან არჩევნების შედეგების ლეგიტიმურობა. არჩევნები შედგა, არჩევნები დასასრულებელია, ვინაიდან უმეტეს მაჟორიტარულ ოლქებში მეორე ტურია ჩასატარებელი, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არჩევნები შედგა. შედეგად ჩვენ მივიღებთ ჩვენ ახალ პარლამენტს, ახალ პოლიტიკურ რეალობას და ახლა ამ მიმართულებით უნდა იყოს მეტი განსჯა და მეტი ანალიზი.

 


საარჩევნო პროცესში მონაწილე ყველა ძირითადმა სუბიექტმა ძირითადად თავი გაართვა მასზე დაკისრებულ მოვალეობას და ამიტომაც შეიძლება მთლიანად არჩევნები შეფასდეს, როგორც შემდგარი, როგორც წინ გადადგმული ნაბიჯი, თუმცა ამ პროცესშიც ვისურვებდი ყოფილიყო მეტი ორგანიზებულობა და უკეთ გააზრება ჩვენ-ჩვენი როლების. ეს ჩვენ კიდევ უფრო წინ გადაგვადგმევინებდა ნაბიჯს და კიდევ უფრო უკეთესი შედეგი გვექნებოდა. ეს შეეხება პოლიტიკურ პარტიებს, ეს შეეხება საარჩევნო ადმინისტრაციას, ეს შეეხება სოციოლოგიური კვლევების და ეგზიტ პოლების ჩამტარებელ თუ შემკვეთ ადამიანებს და სხვა მნიშვნელოვან სუბიექტებს“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი