ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ამ დროის (10 ოქტომბერი. 12:00 სთ) პირველადი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში 51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 38 ოლქის მონაცემებია დათვლილი, რომლითაც ირკვევა, რომ 14-ში მეორე ტური არ გაიმართება, 24-ში კი გაიმართება.
არჩევნების მეორე ტური გაიმართება პირველ და მეორე ადგილზე გასულ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის და ყველა იმ ოლქში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.
გთავაზობთ იმ 14 მაჟორიტარული ოლქის ჩამონათვალს, სადაც მეორე ტური არ გაიმართება:
ქარელის 40-ე მაჟორიტარულ ოლქში 49 უბნიდან 49 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი თოთლაძე - 52,29%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ილია ბურჯანაძე -19,54%.
სამტრედიის 55-ე მაჟორიტარულ ოლქში 50 უბნიდან 50 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გრიგოლ მიქელაძე - 57,63%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მერაბ ჯანელიძე - 33,3%.
სიღნაღის და დედოფლისწყაროს გაერთიანებულ 25-ე მაჟორიტარული ოლქში 58 უბნიდან 58 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“კანდიდატი ირაკლი შიოლაშვილი -54,7%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან ბეჟაშვილი - 27,38%.
წალკის და დმანისის გაერთიანებულ 34-ე მაჟორიტარულ ოლქში 99 უბნიდან 99 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კახაბერ ოქრიაშვილი - 66, 44%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ბაკური მგელაძე - 22,52%.
მარნეულის 35-ე მაჟორიტარულ ოლქში 43 უბნიდან 43 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი რუსლან გაჯიევი - 56,18%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი აზერ სულეიმანოვი -36,69%.
დუშეთის, თიანეთის და ყაზბეგის გაერთიანებულ 38-ე მაჟორიტარულ ოლქში 81 საარჩევნო უბნიდან 81 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ზაქარია ქუცნაშვილი - 60,94%;
"პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის" ზურაბ ოტიაშვილი-13,%.
ბორჯომის და ასპინძის გაერთიანებულ 45-ე მაჟორიტარულ ოლქში 70 უბნიდან 70 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გედევან ფოფხაძე - 51,08%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ტარიელ ლონდარიძე -21,48%.
ნინოწმინდის და ახალქალაქის გაერთიანებულ 46-ე მაჟორიტარულ ოლქში 89 უბნიდან 89 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ენზელ მკოიანი - 63,72%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი არსენ კარაპეტიანი - 16,92%.
ტყიბულისა და თერჯოლის გაერთიანებულ 50-ე მაჟორიტარულ ოლქში 65 უბნიდან 65 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე -50,03%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ოთარ კახიძე - 30,66%,
საჩხერის 53-ე მაჟორიტარულ ოლქში 55 უბნიდან 55 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი შალვა კიკნაველიძე - 88,96%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ცერცვაძე - 5,52%.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ 54-ე მაჟორიტარულ ოლქში 60 უბნიდან 60 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“კანდიდატი გრიგოლ ლილუაშვილი - 59,01%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზურაბ ჯიბუხაია - 22,87%.
ამბროლაურის, ონის, ლენტეხის, მესტიისა და ცაგერის გაერთიანებულ 58-ე მაჟორიტარულ ოლქში 167 უბნიდან 167 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გოჩა ენუქიძე - 57,9%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ოთარ სირაძე - 14,98%.
მარტვილის და აბაშის 62-ე მაჟორიტარულ ოლქში 59 უბნიდან 59 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ოთარ დანელია - 51,18%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ზაალ გოროზია - 32,02%.
ხულოს, შუახევის და ქედის გაერთიანებულ 73-ე მაჟორიტარულ ოლქში 130 უბნიდან 130 უბნის მონაცემებია დათვლილი:
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ანზორ ბოლქვაძე - 51,77%;
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ირაკლი ჯორბენაძე - 27,72%.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.