ცესკო: საქართველოს რეგიონების 51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან, 13 ოლქის მონაცემები სრულად არ არის დათვლილი
10-10-2016, 05:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) ამ დროის (10 ოქტომბერი. 12:00 სთ) პირველადი მონაცემებით, საქართველოს რეგიონებში 51 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან 38 ოლქის მონაცემებია დათვლილი, შესაბამისად, 13 სრულად არ არის დათვლილი.

 

 

დარჩენილ 13 მაჟორიტარულ ოლქში, რომელშიც საბოლოოდ ჯერ არ დათვლილა ხმების რაოდენობა, 10 ოლქში დარჩენილია თითო-თითო უბანი, 2 ოლქში - 2-2 უბანი, 1 ოლქში კი - 4 უბანი.

 

 

რეგიონების 38 მაჟორიტარულ ოლქში სრულად დათვლილი შედეგების მიხედვით, 14-ში მეორე ტური არ გაიმართება, 24-ში კი გაიმართება. არჩევნების მეორე ტური გაიმართება პირველ და მეორე ადგილზე გასულ მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის და ყველა იმ ოლქში, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა 50%-იანი ბარიერის გადალახვა ვერ შეძლეს.

 

 

გთავაზობთ იმ 13 მაჟორიტარული ოლქის ჩამონათვალს, რომელშიც, ცესკო-ს მონაცემებით, ხმები, ამ დროისთვის, სრულად არ არის დათვლილი:

 

 

რუსთავის 29-მაჟორიტარულ ოლქში 42 უბნიდან 41 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“კანდიდატი პაატა მხეიძე - 44,88%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა ჩიქოვანი -31,84%.

 

თეთრიწყაროს 32-ე მაჟორიტარულ ოლქში 61 უბნიდან 60 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გოდერძი ჩანქსელიანი - 54,37%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნუგზარ წიკლაური - 27,41%.

 

ახალციხის და ადიგენის გაერთიანებულ 44-ე მაჟორიტარულ ოლქში 53 უბნიდან 52 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ვაჟა ჩიტაშვილი - 44,32%;

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი კოპაძე -39,52%.

 

ქუთაისის 47-ე მაჟორიტარულ ოლქში 44 უბნიდან 43 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გენადი მარგველაშვილი -40,73%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი თევდორაძე -29,34%.

 

ქუთაისის 49-ე მაჟორიტარულ ოლქში 43 უბნიდან 42 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი კობა ნარჩემაშვილი - 40,18%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი წერეთელი - 37,46%.

 

ხარაგაულის და ბაღდათის გაერთიანებულ 51-ე მაჟორიტარულ ოლქში 74 უბნიდან 73 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“კანდიდატი კობა ლურსმანაშვილი - 47,07%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი რობაქიძე -26,4%.

 

წყალტუბოს 57-ე მაჟორიტარულ ოლქში 67 უბნიდან 66 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ცოტნე ზურაბიანი - 52,89%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მამუკა საღარეიშვილი- 31,27%.

 

ოზურგეთის 59-ე მაჟორიტარულ ოლქში 49 უბნიდან 48 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ თალაკვაძე - 52,86%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  დავით მჟავანაძე -  17,85%.

 

ზუგდიდის 65-ე მაჟორიტარულ ოლქში 43 უბნიდან 42 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი  მერაბ ქვარაია - 38,09%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლევან კონჯარია - 31,21%.

 

ხელვაჩაურის 72-ე მაჟორიტარულ ოლქში 50 უბნიდან 49 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი ილია ნაკაშიძე - 42,5%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი  მიშა ბოლქვაძე -  28,9%.

 

რუსთავის 30-ე მაჟორიტარულ ოლქში 42 უბნიდან 40 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გიორგი ბეგაძე - 46,97%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი დავით კირკიტაძე -33,94%.

 

ბოლნისის 33-ე მაჟორიტარულ ოლქში 58 უბნიდან 56 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი გოგი მეშველიანი - 51,56%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი სამირ აისმაილოვა - 40,58%.

 

ზუგდიდის 66-ე მაჟორიტარულ ოლქში 49 უბნიდან 45 უბნის მონაცემებია დათვლილი:

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატი  ედიშერ თოლორაია - 46,75%;

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“კანდიდატი სანდრა ელისაბედ რულოვსი -  46,18%.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი